Sunday, May 15, 2016

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

სასწავლო  პროექტის  პორტფოლიოს სანახავად  გადადით შემდეგ ბმულზე: სასწავლო  პროექტი

ტრენინგის IX (ბოლო)დღე

      დავასრულე მუშაობა დარჩენილ  საკითხებზე.   მოვაწესრიგე პორტფოლიოში  არსებული  ყველა   დოკუმენტი. მოვამზადე ასატვირთად. ტრნერის მითითებებითა და დახმარებით  სრულყოფილი   სახე მივეცი ნამუშევარს, ავტვირთე Googledrive-ზე და გამოვაქვეყნე ბლოგზე.
დიდი მადლობა  ტრენერს(ბატონ გიორგი ხომასურიძეს) და კოლეგებს!

Saturday, May 14, 2016

ტრენინგის VIII დღე

პროექტის გეგმაში შევიტანე დიფერენცირებული სწავლების მეთოდები, საბაზისო  
უნარ-ჩვევები, გავწერე  სასწავლო  პროცედურები.მადლობა ბატონ გიორგის!

ტრენინგის VII დღე

  მოვახდინე  შეფასების  ინსტრუმენტების  აღწერა.  შევავსე K.W.L ცხრილი  და ვუპასუხე პროექტის კონფერენციის კითხვებს, როგორც  მოსწავლემ.
დიდი მადლობა ტრენერს!

ტრენინგის VI დღე

  ვიმუშავეთ  შეფასების მეთოდებსა და ინსტრუმენტებზე და შევარჩიეთ ისინი.  გავწერეთ  შეფასების  დროის ჩარჩო.

Sunday, April 24, 2016

ტრენინგის V დღე

   პრეზენტაციის შესაქმნელად გადმოვწერე  საჭირომასალა  (სურათები, ვიდეოები, ტექსტები) ინტერნეტიდან. ჩავინიშნეთ გადმოწერილი მასალის ბმულები. ავაგეთ  პრეზენტაცია  ქრონოლოგიურად.

Saturday, April 23, 2016

ტრენინგის IV დღის რეფლექსია

      დავასრულე  საკვანძო   კითხვებზე  მუშაობა. შევქმენი პრეზენტაციის შაბლონი.  გავეცანი მულტიმედიური პრეზენტაციის  შეფასების რუბრიკას,რომელიც მოვარგე მოსწავლეთა  საჭიროებებს. ვიმუშავე ქულის   გამოთვლაზე  რუბრიკის მიხედვით. დავგეგმე პრეზენტაციისთვის საჭირო  მასალებზე  მუშაობა.

Sunday, April 17, 2016

ტრენინგის III დღე

ტრენინგის  III   დღე
   პროექტს  შევურჩიე  სახელწოდება. ჩამოვაყალიბე  პროექტის  შინაარსი. განვსაზღვრე  მიზნები  და  შედეგები. დავსვი  საკვანძო კითხვები.

მოდული I. ტრენინგის I-II დღე

მოდული I
     გავეცანი  პროექტით   სწავლების  თავისებურებებს.ინტერნეტიდან გადმოვწერე სტანდარტები, ტრენინგისთვის საჭირო  მასალები. შევქმენი  პორტფოლიო საქაღალდეებით,სადაც  განვათავსე  მოძიებული  მასალებივიმუშავე  საპროექტო თემის შერჩევაზე. შევქმენი  ბროშურა.